loader

მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიას საძირკველი ჩაეყარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიას საძირკველი ჩაეყარა

მახათას მთაზე ტაძრის საძირკვლის კურთხევის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ფონდ "ივერიისას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი სამნავიანი იქნება, გუმბათით და სიდიდით სვეტიცხოველს გადააჭარბებს.

მმსოფლიოს წმინდა ადგილებიდან, კერძოდ, იერუსალიმიდან, სინას მთიდან, რომიდან, ჩამოაბრძანეს სიწმინდეები, რომლებიც ჩაიდება ტაძრის საძირკველში.

მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობის ოფიციალური ცერემონია ტაძრის საძირკვლისთვის ამოთხრილ ქვაბულში გაიმართა. ღონისძიების დაწყებამდე მახათას მთაზე მიაბრძანეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელიც სიონშია დაბრძანებული.