loader

"პატარძალი 2012" - ლიკა ყაზბეგი გათხოვილებსა და განათხოვრებს საქორწილო კაბას მეორედ აცმევს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პატარძალი 2012" - ლიკა ყაზბეგი გათხოვილებსა და განათხოვრებს საქორწილო კაბას მეორედ აცმევს

ცხელი დღეების მიუხედავად, ლიკა ყაზბეგი არ ისვენებს და უკვე მეორედ აწყობს ქორწინების კაბების სალონ "მარიონელასთან" ერთად ჩვენებას.

"მარიონელას" კაბებს საზოგადოებისთვის ცნობილი 30 მანდილოსანი მოირგებს.

ფოტოსესიები და კაბების მორგება უკვე დაწყებულია. "მარიონელას" დირექტორის, მედეა გლოველის თქმით, საპატარძლო კაბები პროექტში მონაწილე ყველა ქალმა მოიხდინა.

როგორც ლიკა ყაზბეგმა აღნიშნა, აღნიშნულ ჩვენებაში მონაწილეობის მიღება გასათხოვარ გოგონებზე მეტად გათხოვილ და განათხოვარ ქალებს უფრო გაეხარდათ.

მათ შორის მომღერალი თიკა ჯამბურიაცაა, რომელსაც საქორწინო კაბამ მეორედ გათხოვების სურვილი გაუჩინა. ქმარ-შვილის ყოლის მიუხედავად, საპატარძლო კაბის ჩაცმა მარიამ როინიშვილსაც ყოველთვის სიამოვნებს. პროექტში მონაწილეთა შორის "პალიტრა მედიის" ჟურნალისტი სალომე ლილუაშვილიცაა.

ლიკა ყაზბეგისა და კომპანია "მარიონელას" ერთობლივი პროექტი კრწანისის რეზიდენციაში ივლისის დასაწყისში გაიმართება.