loader

ემიგრანტები სარფის გავლით საქართველოში ბრუნდებიან - "ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ემიგრანტები სარფის გავლით საქართველოში ბრუნდებიან - "ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს"

ქართველი ემიგრანტები, როლებსაც არჩევნებში მონაწილეობის მხრივ პრობლემები შეექმნათ, სარფის საბაჟოს გავლით საქართველოში შემოდიან. როგორც "პალიტრა ტვ"-ს კორესპონდენტი სარფიდან იუწყება, ემიგრანტები იტალიიდან, აშშ-დან, ბელგიიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან და საფრანგეთიდან ორი ავტობუსით დაბრუნდნენ - დაახლოებით 100-მდე ადამიანი.

მათი ინფორმაციით, სტამბულში შეიკრიბნენ, საიდანაც საქართველოში ორი ავტობუსით გამოემგზავრნენ. ემიგრანტებს სარფის საზღვართან ახლობლები ტაშით და ოვაციებით დახვდნენ.

საქართველოში დაბრუნებულმა ემიგრანტებმა სიმბოლურად თითო სატელიტური ანტენაც ჩამოიტანეს. როგორც ემიგრანტები აღნიშნავენ, სატელიტური ანტენები ახლობლებისთვის წამოიღეს, რათა მათთვის ინფორმაციის წყარო დახშული არ იყოს.

სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

ასევე იხილეთ: "თქვენზე კარგი მაიკები და სიმბოლიკა გვაქვს..."- რატომ ეკამათა პაპუნა დავითაია ქართველ ემიგრანტს