loader

თბილისის ბიუჯეტით დაფინანსებული გართობა სტრიპტიზ-კლუბში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის ბიუჯეტით დაფინანსებული გართობა სტრიპტიზ-კლუბში

თანხის გადამხდელი "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი", მიმღები კლუბი "დივა"- ასე არის მითითებული იმ ანგარიშფაქტურებზე, რომლებიც სხვადასხვა მედიასაშუალებით რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. 2010 წლის ორი ინვოისისა და ერთი ანგარიშფაქტურის მიხედვით, ფონდიდან კლუბ "დივას" ანგარიშზე ჯამში 5 129 ლარი გადაირიცხა. გაურკვეველია, ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ქალაქის ბიუჯეტის ხარჯზე საკუთარი გართობის თანხებს ფარავდნენ.

ქალაქის მთავრობამ "ძველი თბილისის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდს" 2005-11 წლების განმავლობაში 288 მილიონ ლარზე მეტი ბიუჯეტებიდან გადაურიცხა. დღეს ფონდი აღარ არსებობს. მიღებული თანხა ძველი თბილისის რეაბილიტაციისთვის, აღდგენისა და რესტავრაციისთვის უნდა დახარჯულიყო, თუმცა ანგარიშფაქტურებში ნათლად ჩანს, რომ თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" მერიას მიმართავს, გაასაჯაროვოს ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშები.

მერიაში კონკრეტულ საკითხზე და ანგარიშფაქტურებზე კომენტარს არ აკეთებენ. კომენტარს არც სახელმწიფო აუდიტის სამსახური აკეთებს იმ მიზეზით, რომ კონკრეტული ფაქტი შესწავლილი არ არის.

იხილეთ: როგორ ერთობა გიგი უგულავა