loader

ქართველი მომლოცველები თურქეთში ახლადაღმოჩენილ ქართულ სამონასტრო კომპლექსში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი მომლოცველები თურქეთში ახლადაღმოჩენილ ქართულ სამონასტრო კომპლექსში

თურქეთის ტერიტორიაზე მეცნიერების მიერ ახლადაღმოჩენილი "ნოქალაქოი" ქართველმა მომლოცველთა ჯგუფმა მოინახულა.
ისტორიული ძეგლი დაახლოებით მე-7-9 საუკუნით თარიღდება და იგი საქართველოს საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.

ძეგლის მოსანახულებლად მომლოცველებმა ბანაკიდან 2-3 კმ-ში გადავუხვიეთ და შემდეგ დახლოებით 3 კმ ერუშეთის ხეობაში ფეხით ვიარეთ. გზად მდინარის გადალახვაც მოგვიხდა.  ქვაში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი ვარძიის ტიპისაა და 28 მცირე ოთახისა და 3 ტაძრისგან შედგება.

ექსკურსიამძღოლი, ისტორიკოსი მთვარისა თარხნიშვილი გვიხნის, რომ კომპლექსის შესახებ პირველი ინფორმაცია და ფოტოები ინტერნეტში გაჩნდა, რომლითაც არქიტექტორები - და-ძმა ნინო და გიორგი ბაგრატიონები დაინტერესდნენ. პირველი ექსპედიცია და ძეგლის აღმოჩენა წელს მაისში მოხდა.