loader

მოგზაურობა ისტორიულ ტაო-კლარჯეთში - ტბეთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოგზაურობა ისტორიულ ტაო-კლარჯეთში - ტბეთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

ტბეთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ისტორიულ შავშეთში მდებარეობს. იგი საეპისკოპოსო ტაძარი იყო და მე-10 საუკუნეში აშოტ კუხმა ააგო. ტაძარი რამდენჯერმე გადაკეთდა. რეგიონის გამუსულმანების შემდეგ კი, 1880-იან წლებამდე ტაძარში მეჩეთი იყო გამართული.

ისტორიულ ტაო-კლარჯეთში არსებული ძეგლების მოსანახულებლად და მოსალოცად 19-კაციანი ჯგუფი ვიმყოფებოდით. ექსკურსიამძღოლი, ისტორიკოსი მთვარისა თარხნიშვილი გვიყვება, რომ 1960-იან წლებში ეკლესია პანთურქულ მოძრაობას შეეწირა და ააფეთქეს.

ეკლესია უხვად იყო შემკული ქვაზე ნაკვეთი გამოსახულებებით. დღეს მათი ნაწილი ნანგრევებშია მიმოფანტული. ტაძრის შუაგულში ასკილი ხარობს.

ჯგუფის ექსკურსიამძღოლმა ასევე მოგვითხრო, რომ ტბეთის, ოშკისა და დოლის ყანას ტაძრებზე დავითის ვარსკვლავია გამოსახული. ამით ბაგრატიონები ხაზს უსვამდნენ, რომ ისინი დავითის შთამომავლები არიან.