loader

თეატრი რიყეზე - "ტრუბა" თუ 21-ე საუკუნის საუკეთესო არქიტექტურა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თეატრი რიყეზე - "ტრუბა" თუ 21-ე საუკუნის საუკეთესო არქიტექტურა

ძველი და ახალი თბილისი, ეს თანამედროვე არქიტექტურული ფორმები ცნობილი იტალიელი არქიტექტორის, მასიმილიანო ფუქსასის კომპანიის პროექტია, რომელიც თბილისში, რიყეზე შენდება. პროექტი თბილისის სათათბირო ორგანომ - ისტორიულმა საბჭომ მოიწონა. არქიტექტორი მასიმილიანო ფუქსასი პირადად იმყოფებოდა თბილისში, რათა პროექტი რიყის განაშენიანების გეგმაში სრულყოფილად ჩამჯდარიყო, თუმცა რამდენად მოახერხა, ამას დღეს მოსახლეობა და ტურისტები აფასებენ.

ეპოქალური შენობა - ასე უწოდა საქართველოს პრეზიდენტმა მუსიკისა და დრამის თეატრს და საგამოფენო დარბაზს. პროექტს, რომელიც პრეზიდენტისთვის 21-ე საუკუნის საუკეთესო არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს, ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. არქიტექტორი ალექსანდრე სარალიძე ფიქრობს, რომ ისტორიულ ქალაქებში თანამედროვე ფორმების გაჩენა მიღებული პრაქტიკაა, თუმცა ქირურგიული ჩარევა მიუღებელია.

იმის გარდა, რომ პრეტენზია შენობის ვიზუალურ მხარესთან არსებობს, უცნობია, რა დაჯდა ობიექტი რიყეზე და საიდან ფინანსდებოდა მისი აშენება.

ქალაქის მერი ობიექტის ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებას უარყოფს, თუმცა არც იმას აკონკრეტებს, საიდან გამოიყო თანხები ნაგებობის მშენებლობისთვის - თბილისის მერიაში ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

შენობა, რომლის გარშემო მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს, ძველი თბილისის ძირითად ტურისტულ მარშრუტში შედის. რიყის ნაგებობების მშენებლობა 2012 წელს უნდა დასრულდეს.