loader

ილია მეორე პატრიარქმა კირილმა ერების ერთობის ფონდის პრემიით დააჯილდოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ილია მეორე პატრიარქმა კირილმა ერების ერთობის ფონდის პრემიით დააჯილდოვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვში მართლმადიდებელი ერების ერთობის ფონდის პრემიით დააჯილდოვეს, რომელსაც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი ხელმძღვანელობს.

როგორც საქართველოს პატრიარქმა ბრძანა, ეს პრემია ქართული ეკლესიისა და ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომელმაც კომუნისტური მემკვიდრეობის მიუხედავად, ღვთის დიდი სიყვარული გამოავლინა, აღადგინა და ააშენა ათასობით ეკლესია, მონასტერი და მათთან ერთად აღიდგინა სულიერება.

დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც 21 იანვარს გაიმართა, რუსეთის პატრიარქი კირილი უძღვებოდა. მისი თქმით, ილია მეორემ წლების განმავლობაში უდიდესი წვლილი შეიტანა ცხოვრების ქრისტიანული ნორმების დამკვიდრებასა და რწმენის გაძლიერებაში.

რუსეთში საშობაო ფესტივალზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაწერილი "ავე მარიაც" შესრულდა.