loader

"ამირან მუდმივის № 5" - სიმბოლური ქუჩა ქუთაისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამირან მუდმივის № 5" - სიმბოლური ქუჩა ქუთაისში

ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა და საკრებულოს ფრაქცია "ქუთაისის" წევრებმა საპროტესტო აქციის ფარგლებში სიმბოლური ქუჩა - "ამირან მუდმივის № 5" გახსნეს.

პროტესტი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანს უკავშირდება. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხვადაგიანი საკრებულოში ჯერ კიდევ "მოქალაქეთა კავშირის" დროიდანაა, იცვლის პარტიებს, ბოლო რვა წელი კი, საკრებულოს თავმჯდომარეა.

"ამირან მუდმივის № 5"-ის აბრევიატურა აქციის მონაწილეებმა მერიის შენობის ფასადზეც განათავსეს.