loader

ლიკა ყაზბეგის ქორწილი ციხეში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლიკა ყაზბეგის ქორწილი ციხეში

სამოდელო სააგენტო "ლიკა ყაზბეგის" ხელმძღვანელი ლიკა ყაზბეგი ვალენტინობის დღესასწაულზე გათხოვდა. მისი რჩეული გიორგი ჯელაძეა.

განსხვავებული პროექტების ავტორმა საკუთარი ხელმოწერის ცერემონიაც უჩვეულო გარემოში დაგეგმა და განახორციელა. ლიკას ქმარი პატიმარია. ამიტომ წყვილმა ხელი საპატიმროში მოაწერა. ხელისმომკიდეებს და საჯარო რეესტრის თანამშრომლებს რუსთავში მდებარე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-16 დაწესებულებაში მოუხდათ მისვლა.

ხელისმომკიდეთა შორის საპატიმროს უფროსი გელა ტყემალაძე, სოზარ სუბარის მრჩეველი ლალი მოროშკინა, ჟურნალისტი გიორგი ბერიძე და პატიმრები: ბაჩო აშორდია, თემურ ქვილითაია, ვახტანგ ბურდული იყვნენ. ხელმოწერის შემდეგ, ტრადიციისამებრ, გაიჭრა საქორწინო ტორტიც.