loader

"ე, ბიჭო" - ქართულად ალაპარაკებული ავღანელი პატარები და საჩუქრები ქართული მისიისგან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ე, ბიჭო" - ქართულად ალაპარაკებული ავღანელი პატარები და საჩუქრები ქართული მისიისგან

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში ქართველი სამხედროების მისიის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი ავღანეთში ISAF-ის მისიას ასრულებს. ჰელმანდის პროვინციაში დისლოცირებული ქართველი სამხედროები ყოველდღიურ საქმიანობას ახორციელებენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პატრულირებისას ქართველი სამშვიდობოები ადგილობრივ მოსახლეობას ხშირად ესაუბრებიან. სოფელ ომალში გადაადგილებისას, I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ჯარისკაცებმა ე.წ. შურაზე (სოფლის უხუცესთა საბჭო) ადგილობრივებთან საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მათ ქართველ სამხედროებს მადლობა გადაუხადეს ბოლო დროს ჩატარებული წარმატებული ოპერაციებისთვის. შეხვედრის დროს ომალის მოსახლეობამ მე-12 ბატალიონის ჯარისკაცებს ავღანეთის მთავრობასთან შუამდგომლობაც სთხოვა. მათი მთავარი პრობლემა სასმელი წყლის სიმცირე და სასოფლო-სამეურნეო მიწებისთვის საჭირო სასუქის ნაკლებობაა.

"შურას" დასრულების შემდეგ ქართველმა სამშვიდობოებმა სოფლის მცხოვრებლებსა და ბავშვებს ტკბილეული, საკანცელარიო და პირველადი მოხმარების ნივთები დაურიგეს. კადრებში ისმის ავღანელი პატარების ხმა, რომლებიც საჩუქრების განაწილებისას ერთმანეთს ქართულად, სიტყვებით "ე, ბიჭო" ეჩხუბებიან. ქართველი სამხედროც მათ ქართულ ენაზე "აშველებს".