loader

ავღანეთიდან 126 ქართველი სამხედრო დაბრუნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავღანეთიდან 126 ქართველი სამხედრო დაბრუნდა

ქართველი სამხედროები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის 126 სამხედრო მოსამსახურე ჩამოვიდა.

სამშვიდობოებს აეროპორტში დახვდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები და III ქვეითი ბრიგადის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი.

32-ე ბატალიონი ISAF-ის მისიის ფარგლებში ავღანეთში 6 თვის განმავლობაში წარმატებით ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. ბატალიონის სამშობლოში დაბრუნება ეტაპობრივად მოხდება. 22 აპრილამდე ბატალიონი სრულად დაბრუნდება სამშობლოში. ისინი ავღანეთში როტაციის წესით IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.