loader

"კვირის პალიტრამ" 18 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 300-მდე ნერგი დარგო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კვირის პალიტრამ" 18 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 300-მდე ნერგი დარგო

"კვირის პალიტრის" 18 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები დილიდან, დიღმის ტყე-პარკში ხეების დარგვით დაიწყო. "პალიტრა მედიის" თანამშრომლებმა მუხის, ცაცხვისა და წაბლის 300-მდე ნერგი დარგეს.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, "პალიტრა მედია" სხვა ღონისძიებებსაც გეგმავს. გამომცემლობა "პალიტრა L"-ი საპატრიარქოს თხოვნასაც შეასრულებს და სასჯელაღსრულების დაწესებულებების ბიბლიოთეკებს საჩუქრად გადასცემს 500 ცალ "ბიბლიას" და 1000 წიგნს მხატვრული ლიტერატურის კრებულიდან.

მოგვიანებით კი, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაზეთ "კვირის პალიტრის" არქივის ელექტრონული ვერსიის, ასევე, "პალიტრა მედიისა" და ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტის - "გადავარჩინოთ წიგნის" შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.

გაზეთ "კვირის პალიტრის" პირველი ნომერი 1995 წლის 18 აპრილს გამოვიდა.

იხილეთ: "მედია პალიტრის" საჩუქარი საპატიმროებს - 500 ბიბლია და მხატვრული ლიტერატურის 1000 წიგნი


იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია