loader

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ "კვირის პალიტრის" არქივის ელექტრონული ბაზა შექმნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ "კვირის პალიტრის" არქივის ელექტრონული ბაზა შექმნა

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გაზეთ "კვირის პალიტრის" სრული არქივის ელექტრონული ბაზა შექმნა. ელექტრონულ ბაზაში შესულია 18 წლის განმავლობაში გამოცემული ყველა ნომერი, რომლის ნებისმიერი სტატიის მოძიება შესაძლებელია ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე და Google-ს საძიებო სისტემის მეშვეობით.

პროექტის პრეზენტაცია დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა და სიმბოლურად გაზეთ "კვირის პალიტრის" ოქროს იუბილეს, 18 წლის იუბილეს დაემთხვა.

გარდა ელექტრონული ბაზის პრეზენტაციისა, დღესვე კიდევ ერთი ერთობლივი პროექტის შეჯამება მოხდა, რომლის ფარგლებშიც "მედია პალიტრა" ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობს. ეს არის პროექტი "მაკულიტერატურა", რომლის ფარგლებში უკვე 20 ათასამდე წიგნის გადარჩენა მოხერხდა, რომლებიც მაკულატურიდან ამოარჩიეს, აქედან 2000 უნიკალური წიგნი ბიბლიოთეკის არქივს დაუბრუნდა.
დღევანდელი ღონისძიება ეროვნულ ბიბლიოთეკაში "კვირის პალიტრის" 18 წლის იუბილის აღნიშვნის დასკვნითი ეტაპი იყო.