loader

"ჩვენ დავძლევთ მონურ ინსტინქტს" - "ნაციონალების" ცოლები და ცნობილი ქალბატონები აქციაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენ დავძლევთ მონურ ინსტინქტს" - "ნაციონალების" ცოლები და ცნობილი ქალბატონები აქციაზე

რუსთაველის გამზირზე გამართულ "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრი ქალბატონები და პარტიის ლიდერების მეუღლეებიც იმყოფებოდნენ. როგორც დავით ბაქრაძის მეუღლემ მაკა მეტრეველმა "პალიტრა ტვ"-სთან განაცხადა, მხარს უჭერს მეუღლეს და საქართველოს ევროპულ კურსს.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ მარიამ საჯაიას თქმით, საქართველო უნდა გახდეს ევროპის დიდი ოჯახის ნაწილი. საპარლამენტო უმცირესობის ასევე ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ირმა ნადირაშვილმა კი აღნიშნა, რომ მიესალმება "ახალი ეროვნული მოძრაობის დასაწყისს".

აქციაზე გამოჩნდა ცნობილი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ სპეციალურად ჩამოფრინდა ბერლინიდან, რათა განეცადა ის ბედნიერება, რასაც "თავისუფლების ინსტინქტი" ქვია. ბუნიათიშვილმა აღნიშნა, რომ ბედნიერია იმით, რომ ის არა პოდიუმზე, არამედ "ხალხთან ერთად" იდგა.

ასევე იხილეთ:

სომეხი ჰომოსექსუალი ვარ და ამიტომ მოვედი აქციაზე - თამარ ჩერგოლეიშვილი

"თავხელიძე ვარ, პრობლემა გაქვს რამე?!" - შეხლა-შემოხლა "ნაციონალების"აქციაზე

ავტორები: ელენე ცინცაძე, ნინო ჭანია