loader

რას ითხოვს გაფიცული საინკასაციო სამსახური და რას სთავაზობს მათ "საქართველოს ბანკი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ითხოვს გაფიცული საინკასაციო სამსახური და რას სთავაზობს მათ "საქართველოს ბანკი"

"საქართველოს ბანკის" საინკასაციო სამსახურის თანამშრომლები გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ. საინკასაციო სამსახურის წარმომადგენლებმა აქცია ბანკის სათავო ოფისთან გამართეს. როგორც მათმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, პროტესტის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ "საქართველოს ბანკის" საინკასაციო სამსახურის თანამშრომლებმა მიიღეს ცნობა ბანკის მიერ რეორგანიზაციის დაგეგმვის შესახებ, რის შემდეგაც სამუშაოს მოცულობის გაზრდა და ანაზღაურების მნიშვნელოვანი შემცირება ემუქრებათ. ინკასაციის სამსახურის თანამშრომლები არსებული პირობების შენარჩუნებას მოითხოვენ.

ამასთან, "საქართველოს ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სოფო ბალავაძე აცხადებს, რომ საინკასაციო მომსახურება შეუფერხებლად ხორციელდება და მის განხორციელებას დაცვის პოლიცია შეუდგა. "რეორგანიზაციის შესახებ ინკასაციის თანამშრომლებს ეცნობათ წინასწარ. ბანკი მათ სრულად უხდის ანაზღაურებას, წლიურ ბონუსს. დამატებით კი მათ მიიღეს შეთავაზებაც, გაევლოთ გასაუბრება დაცვის პოლიციაში, ამ ორგანიზაციაში შემდგომი დასაქმების მიზნით", - ამბობს ბალავაძე.

გაფიცვის აქციაში ჩართულნი არიან თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საინკასაციო სამსახურის თანამშრომლები. საერთო ჯამში, მათი რაოდენობა დაახლოებით 80-ს შეადგენს.