loader

პატრიარქი 17 მაისის აქციაზე "ჰომოსექსუალებისთვის მიცემული ნებართვის" გაუქმებას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრიარქი 17 მაისის აქციაზე "ჰომოსექსუალებისთვის მიცემული ნებართვის" გაუქმებას ითხოვს

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თბილისის მერიასა და ხელისუფლებას მიმართავს, 17 მაისისთვის დაგეგმილ აქციაზე გაცემული ნებართვა გააუქმოს. 17 მაისის აქციასთან დაკავშირებით პატრიარქის განცხადება მედიის წარმომადგენლებს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა გააცნო.

"სექსუალური უმცირესობებისა და მათი მხარდამჭერების შეკრება მიზნად ისახავს არა ამ ადამიანების რეალური პრობლემების მოგვარებას, არამედ თემით სპეკულირებას, რადგან ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებული ტრადიციული აზროვნების მიუხედავად, მათ შეუზღუდავად შეუძლიათ წარმართონ თავიანთი პირადი ცხოვრება. ფაქტია ისიც, რომ არის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, რომლებიც საერთოა ყველა დროსა და სივრცეში. მათ შორის არის ზნეობრივი კანონები. ყველა რელიგია და მეცნიერული მიმართულებები (ფსიქოლოგია, მედიცინა) ჰომოსექსუალიზმს ანომალიად და დაავადებად მიიჩნევს. ეკლესია ასეთი მიდრეკილებების მქონე ადამიანებს განიხილავს მეტად მძიმე ცოდვაში მყოფ პიროვნებებად, რომელთაც დახმარება და გამოსწორებისათვის სულიერი თანადგომა სჭირდებათ და არა წახალისება და მით უმეტეს, მათი მდგომარეობის მოსახლეობისათვის თავსმოხვევა", - ნათქვამია საქართველოს პატრიარქის განცხადებაში.