loader

"ვერ ვიჯერებ, რომ მათ ვინმე დევნის" - დეკანოზი თეოდორე 17 მაისის აქციის საფრთხეზე საუბრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვერ ვიჯერებ, რომ მათ ვინმე დევნის" - დეკანოზი თეოდორე 17 მაისის აქციის საფრთხეზე საუბრობს

ჯვრის ამაღლების ტაძრის წინამძღოლის, დეკანოზ თეოდორე გიგნაძის განცხადებით, 17 მაისის აქცია ჰომოსექსუალობის პროპაგანდაა და ამას საზოგადოებამ არ უნდა წაუყრუოს. "ამ ადამიანების უკან სერიოზული ლობი, ძალა და ფინანსები დგას, რომლებსაც სურთ, განავითარონ ეს საქმე ისე, როგორც რიგ ქვეყნებშია", - აღნიშნა მამა თეოდორემ.

მისივე თქმით, როდესაც სასულიერო პირებისათვის ცნობილი გახდა 17 მაისს პარლამენტის ყოფილ შენობასთან აქციის გამართვის შესახებ, გადაწყვიტეს, ერთგვარი ბუფერი გააკეთონ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც აქციას მართავენ და რომლებიც იქ ამ აქციის გასაპროტესტებლად მივლენ, რათა ადგილი არ ჰქონდეს ძალადობას და დაპირისპირებას.

მამა თეოდორე მიიჩნევს, რომ ჰომოსექსუალობა ცოდვაა და არაბუნებრივი მდგომარეობა. იგი თვლის, რომ ის გადამდები და საშიშია მომავალი თაობისათვის. ამასთან, აღნიშნავს, რომ ჰომოსექსუალების მიმართ აგრესია, როგორც ადამიანების მიმართ, არ გააჩნიათ, რადგან მიიჩნევს, რომ ისინიც მსხვერპლნი არიან.

დეკანოზის თქმით, სასულიერო პირები, მრევლთან ერთად, 17 მაისს, 11:00 საათზე ფილარმონიიდან პარლამენტის ყოფილი შენობის მიმართულებით მშვიდობიან მსვლელობას გამართავენ.

ასევე იხილეთ:

ზოგჯერ ხელისუფლებას უწევს ორმაგი სტანდარტით ცხოვრება - დეკანოზი თეოდორე