თაკო სალაყაია საქართველოში დაბრუნდა
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია საქართველოში დაბრუნდა. სალაყაიას საქართველოდან გასვლის შესახებ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი. პროცესზე პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სალაყაიამ საქართველო 21 მაისს, მას შემდეგ დატოვა, რაც ვანო მერაბიშვილს დაკითხვაზე დაბარების უწყება ჩაბარდა.
თაკო სალაყაიასთან ერთად დაბრუნდა საქართველოში თბილისის მერი გიგი უგულავა. მისი განცხადებით, ვანო მერაბიშვილის დაკავება ბიძინა ივანიშვილის პირადი დაკვეთა იყო.
იხილეთ ინგლისური ვერსია
თაკო სალაყაიასთან ერთად დაბრუნდა საქართველოში თბილისის მერი გიგი უგულავა. მისი განცხადებით, ვანო მერაბიშვილის დაკავება ბიძინა ივანიშვილის პირადი დაკვეთა იყო.
იხილეთ ინგლისური ვერსია