loader

ინციდენტი "დინამო არენასთან" - შეხლა-შემოხლა პოლიციასთან და სამი დაკავებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინციდენტი "დინამო არენასთან" - შეხლა-შემოხლა პოლიციასთან და სამი დაკავებული

"დინამო არენასთან" მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო სამართალდამცველებმა ახალგაზრდული ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" სამი აქტივისტი დააკავეს. დაკავებულები არიან ირაკლი ჩხირკვაია, დავით გოგოხია და ლაშა რუხაია.

სტადიონის "ვიპ" გასასვლელთან აღნიშნული ორგანიზაციის აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს და გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს. აქციის მონაწილეებს პოლიციელებმა მოუწოდეს, რომ გზის სავალი ტერიტორია დაეტოვებინათ და ტროტუარზე გადასულიყვნენ, რასაც პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

ამასთან, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ პლაკატი დაუხია, რომელზეც ეწერა "ერთიანი საქართველო ოკუპანტების გარეშე".

ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები საფეხბურთო მატჩზე რუსი დეპუტატების ყოფნას აპროტესტებდნენ. "საქართველოს ზოგი მოქალაქე დღევანდელ თამაშთან დაკავშირებით ამბობდა, რომ სპორტი განსხვავდება პოლიტიკისგან, თუმცა ჩვენ გვაინტერესებს, თუ პოლიტიკისგან განსხვავდება, რატომ იყვნენ მატჩზე რუსეთის დუმის დეპუტატები, რატომ არის, რომ მოსკოვის "დინამოს" პრეზიდენტი არის რუსეთის ამჟამინდელი გენერალი?! ჩვენ გვაქვს პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს აქ იყვნენ პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ლანძღავენ", - აღნიშნავდნენ აქციის მონაწილეები.

ვიდეომასალა აღებულია "თავისუფალი ზონის" youtube-ის გვერდიდან

იხილეთ ვიდეო georgianews.ge -ზე