loader

"პრაიმერი ჩაატარეთ ციხეში!" - საპროტესტო აქციის სამზადისი "ექსპო ჯორჯიასთან" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პრაიმერი ჩაატარეთ ციხეში!" - საპროტესტო აქციის სამზადისი "ექსპო ჯორჯიასთან"

"ექსპო ჯორჯიასთან" აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე და სხვა პირები "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერიზს აპროტესტებენ.

როგორც ნანა კაკაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი აქციით ისინი სოლიდარობას უცხადებენ ყველა იმ ადამიანს, ვისი უფლებებიც დაირღვა წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში.

ამასთან, კაკაბაძე აპროტესტებს სამართალდამცველების მობილიზებას. მისი თქმით, ქალაქი პარალიზებულია და ბაზრიდან მოსულ ხალხსაც კი არ უშვებენ საკუთარ სახლებში.
"ექსპო ჯორჯიის "შესასვლელი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შემოღობილი აქვთ სპეციალური ჯებირებით და დაწესებული აქვთ კონტროლი "ექსპო ჯორჯიას" ეზოში შესვლაზე. პოლიციის განმარტებით, ისინი ყველა მოქალაქის უფლებას დაიცავენ და ექსცესები მაქსიმალურად იქნება აცილებული.