loader

ახალციხეში შარლ აზნავურის ვარსკვლავი გაიხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალციხეში შარლ აზნავურის ვარსკვლავი გაიხსნა

ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე, ცნობილი ფრანგი მომღერლის, შარლ აზნავურის ვარსკვლავი გაიხსნა. მომღერლის სახელობის ვარსკვლავი საქართველოს პრეზიდენტმა და შარლ აზნავურმა 16 აგვისტოს, ერთობლივად გახსნეს.

ვარსკვლავის გახსნას წინ უძღოდა განახლებული რაბათის ციხის საზეიმო ვითარებაში გახსნა და კონცერტი, რომელიც გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

ღონისძიება საათნახევარს გაგრძელდა. შარლ აზნავურმა არაერთი ცნობილი სიმღერა შეასრულა.

კონცერტს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეუღლესთან, სანდრა რულოვსთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.