loader

GDS TV პოპულარული ქართველი სახეებით - ბერა ივანიშვილი ახალ ტელევიზიას ხსნის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

GDS TV პოპულარული ქართველი სახეებით - ბერა ივანიშვილი ახალ ტელევიზიას ხსნის

ქართულ ტელესივრცეში უახლოეს მომავალში ახალი გასართობ-შემეცნებითი არხი ჩაეშვება. ინფორმაციას ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, რეპერი ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

"ახალი ტელევიზია GDS!!! პირველი გასართობ-შემეცნებითი არხი ქართულ ტელესივრცეში. უამრავი სიურპრიზი გელით", - წერს ბერა.

პოსტს თან ერთვის ბმული GDS TV Teaser - ეს არის ახალი ტელეარხის პრომო-რგოლი, რომელშიც რამდენიმე ცნობილი სახე მონაწილეობს. მათ შორის არიან ამიკო ჩოხარაძე, ლევან გოგორელიანი და თემო მჟავია, სანდრო ჟღენტი, დათო გელაშვილი (ჩელე) და სხვები. პრომო-რგოლში გამოყენებულია ასევე ბერას კლიპისა და ლევან დაბრუნდაშვილის "ვეფხისტყაოსნის" ტრეილერის კადრები.