loader

"ბუნება ასე უნდა იყოს"?! - გოგა ხაჩიძის ბებია მინისტრს საქმიანობას უწუნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბუნება ასე უნდა იყოს"?! - გოგა ხაჩიძის ბებია მინისტრს საქმიანობას უწუნებს

ხაშურში, მდინარე შოლის სანაპიროზე მცხოვრებ მოსახლეობას მდინარის დაბინძურებული კალაპოტის გამო პრობლემები აქვს. ადგილობრივების თქმით, მდინარის კალაპოტი ნაგვისა და ქვეწარმავლების ბუდედაა ქცეული. მდინარის ჯებირები ასამაღლებელია და უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში მდინარიდან გადმოსული წყალი ეზოებს ტბორავს. სამი თვის წინ შოლის სანაპიროს მცხოვრებლებმა ადგილობრივ ხელისუფლებას განცხადებით მიმართეს, რომელსაც 150 მოსახლე აწერდა ხელს. თუმცა, როგორც თავად ამბობენ, განცხადებისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.

ხაშურის გამგეობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის განცხადება განიხილეს. რადგან მდინარე შოლი ხაშურის გამგეობის ბალანსზე არ ზის, მათ მეპატრონე მოიძიეს და მდინარის კალაპოტის დასუფთავება სთხოვეს.

"ინფო 9"-ის ვიდეომასალა