loader

ქვევრში დამხრჩვალი ჩვილის ოჯახი მომხდარს პოლიტიკური მოტივით ხსნის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქვევრში დამხრჩვალი ჩვილის ოჯახი მომხდარს პოლიტიკური მოტივით ხსნის

საზარელი შემთხვევა მოხდა გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში - 10 თვის ჩვილი იჯახის წევრებმა და ახლობლებმა ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს.

ტელეკომპანია "მე-9 არხის" ინფორმაციით, ახალშობილი, რომელიც მშობლებთან ერთად დეიდასთან სტუმრობდა, დაახლოებით რამდენიმე ხნის წინ გაუჩინარდა. არსებული ცნობით,  10 თვის ბარბარე რაფაიანცი მშობლებმა საძინებელში დაძინებული დატოვეს, თავად კი სამზარეულოში სავახშმოდ გავიდნენ, თუმცა, უკან დაბრუნებულებს ჩვილი ადგილზე აღარ დახვდათ.

დაახლოებით ერთსაათიანი ძებნის შემდეგ გოგონა მისი დეიდის სახლის ეზოში მდებარე ქვევრში აღმოაჩინეს, რომელსაც თავზე ქვა ჰქონდა გადაფარებული. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბავშვი დაახლოებით ნახევარი საათის გარდაცვლილი იყო.

ჩვილის ახლობლები მომხდარს პოლიტიკური მოტივით ხსნიან. დაღუპულის დეიდა "ქართული ოცნების" აქტივისტი და არჩევნებზე დამკვირვებელია. "მე-9 არხის" ცნობით, მას საკუთარი შვილების გატაცებით სისტემატურად ემუქრებოდნენ და რადგან ეს ვერ შეძლეს, ჯავრი მის დისშვილზე იყარეს.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, სოფლის მოსახლეობა კი ტრაგედიის გამო სოფელში გზის გადაკეტვას გეგმავს.

იხილეთ: 9 თვის ჩვილის საშინელი აღსასრული - გურჯაანის რაიონში ქვევრში დამხრჩვალი ბავშვი იპოვეს