loader

ხანძარი სავაჭრო ცენტრ "საბაში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხანძარი სავაჭრო ცენტრ "საბაში"

დიდუბეში, სავაჭრო ცენტრ "საბაში" ხანძარია. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის 20-მდე ავტოცისტერნაა მობილიზებული, თუმცა, ჯერჯერობით ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ცეცხლმოკიდებული შენობის მეორე სართული ნაწილობრივ ჩამოშლილია. იმ ნაწილიდან კი, რომელსაც ცეცხლი ჯერ არ მოსდებია, სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეები ავეჯის გამოზიდვას ცდილობენ. 

შეტყობინება ხანძრის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურში 20:40 საათზე შევიდა.

ხანძრის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში მაშინვე გავრცელდა.

ასევე იხილეთ: სავაჭრო ცენტრ "საბაში" ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ