მკვდარი ლეკვები მერიის მაწანწალა ცხოველთა თავშესაფრის ეზოსთან
12 მარტს სოციალურ ქსელ Facebook-ზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა შემზარავი ვიდეო გაავრცელა, რომელიც გადაღებულია თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე მერიის მაწანწალა ცხოველთა თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ვიდეოში ნათლად ჩანს მკვდარი ლეკვები, რომლებსაც სხეულის და თავის ქალის მრავლობითი ღია დაზიანებები აღენიშნებათ.
ვიდეოს გავრცელებიდან რამდენიმე საათში საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტმა და დამფუძნებელმა თეიმურაზ წიქორიძემ შემდეგი სახის სტატუსი გაავრცელა საკუთარ Facebook-ის გვერდზე.
"გუშინ გვიან ღამით ვიყავით მე და თემურ ფხალაძე (მუნიციპალური თავშესაფრის კონტროლის სამსახურის უფროსი) ადგილზე. ზუსტად იგივე სიტუაცია დაგვხვდა. დღეს დაიწყება სამსახურებრივი მოკვლევა ამ ფაქტთან დაკავშირებით. არსებობს რამდენიმე ვერსია. მოკვლევის შემდეგ, თუ დადგინდა, ვინ გადაყარა მკვდარი ლეკვები, მუნიციპალური სამსახურის ხელმძღვანელობის მიერ, წესით, უნდა გატარდეს შესაბამისი ადმინისტრაციული ზომები იმ პირთან დაკავშირებით".
მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე კი, ინფორმაციაში მაწანწალა ძაღლების შესახებ, ვკითხულობთ: "საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრება მაწანწალა ძაღლების არაევთანაზიის გზით ლიკვიდაციის შესახებ კი სიმართლეს არ შეესაბამება. მერიის მიერ ყოველდღიურად კონტროლდება შესაბამისი კლინიკები და უზედამხედველო ცხოველების ლიკვიდაცია მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველი კანონდამრღვევი ორგანიზაციის ან პიროვნების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება".
იხილეთ: ცხოველთა თავშესაფარში აცხადებენ, რომ მკვდარი ლეკვები მათი ბინადრები არ იყვნენ