loader

გაქცეული ქურდი შუშის კარებს შეასკდა და გონება დაკარგა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაქცეული ქურდი შუშის კარებს შეასკდა და გონება დაკარგა

ავსტრალიაში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ახალგაზრდა მძარცველმა 50 წლის ქალს ხელჩანთა გასტაცა და როცა შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა, სიჩქარეში უზარმაზარ შუშის კარებს შეასკდა და მთლიანად ჩამოამსხვრია. მან რამდენიმე წამით გონება დაკარგა, თუმცა მამაკაცი, რომელიც გარეთ ელოდა, წამოდგომაში დაეხმარა და თანამზრახველები მწვანე "ლექსუსით" გაიქცნენ. პოლიციის ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა მანქანაც გაიტაცეს და ახლა სამართალდამცველები მათ კვალს ადგანან.