loader

კოკაინის ზედმეტმა დოზამ მამაკაცი ჭკუიდან გადაიყვანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კოკაინის ზედმეტმა დოზამ მამაკაცი ჭკუიდან გადაიყვანა

23 აპრილს, 28 წლის მამაკაცმა მოსკოვში საგზაო ინსპექციის მანქანა გაიტაცა, რომლითაც მოგვიანებით ავარიაში მოყვა. კადრებში, რომელიც პოლიციის მანქანაში დამონტაჟებულმა ვიდეორეგისტრატორმა დააფიქსირა, ჩანს სერგეი კორნევი, რომელიც შეშლილივით მიაქროლებს მანქანას, თან არაადექვატურად ბღავის და ბორგავს. დიდი სისწრაფით მიმავალი მანქანა ბორდიულს შეასკდა, შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მიზნით სერგეი მანქანიდან გადავიდა, მაგრამ შუა ქუჩაში ავტომობილის ბორბლებქვეშ აღმოჩნდა.

მამაკაცის არაადექვატური საქციელის მიზეზი, მისი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დადგინდა: აღმოჩნდა რომ მოსკოველი მამაკაცი კოკაინის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ნარკოტიკური საშუალების კონცენტრაცია მის სისხლში იმდენად მაღალი იყო, რომ ფსიქიკური აშლილობა გამოიწვია.

ცნობილი გახდა, რომ მანქანის გამტაცებელი კორნევი მოსკოვის მკვიდრია, მიღებული აქვს უმაღლესი განათლება და იმყოფება სამოქალაქო ქორწინებაში. 28 წლის სერგეი მოსკოვის ერთ-ერთ ფირმაში წარმატებული პროგრამისტია.