loader

"მიშა გალსტუკიანი კურდღელია" - პრეზიდენტს შეურაცხმყოფელი შეძახილებით დახვდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მიშა გალსტუკიანი კურდღელია" - პრეზიდენტს შეურაცხმყოფელი შეძახილებით დახვდნენ

ფოთის ეკლესიიდან გამოსული საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე ადამიანმა შეურაცხმყოფელი შეძახილებით გამოაცილა. ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეო-მასალა ინტერნეტპორტალმა "smo.ge"–მ გაავრცელა. რამდენიმე ქალბატონი, ასევე "დაიცავი საქართველოს" წევრი კახა მიქაია პრეზიდენტს ესკორტს შეძახილებით დაედევნენ.

ვიდეომასალაში ჩანს, რომ იგივე პირები პრეზიდენტს ფოთის ერთ-ერთ რესტორანთანაც დახვდნენ. ისინი სკანდირებდნენ: "მკვლელო", "სატანა", "სიკვდილი საქართველოს ყველა მოღალატეს", "სიკვიდილი საკაშვილო".

როგორც ერთ-ერთმა ქალბატონმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი გაიქცა. "მიშა სააკაშვილი გარბის. ის ჰალსტუხიანი კურდღელია", - აღნიშნა ქალბატონმა, რომელსაც ხელში სათამაშო კურდღელი ეჭირა.

ასევე იხილეთ:
კრიმინალი, რომელმაც მიტყიპა ჩიორა თაქთაქიშვილი, თანამდებობაზე დაუნიშნავთ - მიხეილ სააკაშვილი

თავგასული ადამიანების დიდ ჯგუფს დაუსჯელობის სინდრომი აქვს - მიხეილ სააკაშვილი ინციდენტზე

მიხეილ სააკაშვილი მარგველაშვილზე, ივანიშვილზე, კალიგულასა და ნერონზე