loader

დაპირისპირებული მხარეების აქციები კანცელარიასთან ინციდენტების ფონზე ჩატარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაპირისპირებული მხარეების აქციები კანცელარიასთან ინციდენტების ფონზე ჩატარდა

მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციები ხმაურისა და მცირე ინციდენტების ფონზე ჩატარდა. კანცელარიასთან შეკრებილ, საწინააღმდეგო აზრის მქონე აქტივისტებს შორის, რამდეჯერმე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. არც ერთ შემთხვევაში სიტუაცია ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდე არ მისულა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ჩარევის შედეგად მალევე განიმუხტა.

დღევანდელ აქციაში, რომელიც მიმართული იყო ძალადობრივი ქმედებების წინააღმდეგ, მონაწილეობა მიიღეს უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა პირებმა და მოქალაქეებმა, რომლებმაც აქციის შესახებ სოციალური ქსელით შეიტყვეს. ისინი ქვეყნის ხელისუფლებისგან მოძალადეებისა და ძალადობის წამახალისებელი პირების დასჯას მოითხოვდნენ.
კანცელარიასთან მათ პარალელურად შეიკრიბნენ არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ფრონტის" აქტივისტები, რომლებიც თავის მხრივ სექსუალური უმცირესობების ცხოვრების წესის პროპაგანდის აღკვეთას მოითხოვდნენ.

ასევე იხილეთ: კანცელარიასთან 17 მაისს მომხდარი "ველური ქმედებები" გააპროტესტეს