loader

"ღმერთს შევწირეო, უთქვამს" - რას ყვებიან რუსთავში მომხდარ შემზარავ დანაშაულზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ღმერთს შევწირეო, უთქვამს" - რას ყვებიან რუსთავში მომხდარ შემზარავ დანაშაულზე

რუსთავის მე-17 მიკრორაიონში მამამ ახალშობილი მეორე სართულიდან გადმოაგდო. თვენახევრის ჩვილი ადგილზევე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევის დროს სახლში ახალშობილის დედა, ბებია და მცირეწლოვანი და იმყოფებოდნენ. მამა შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს. დაკავებულის დედა და სიმამრი განმარტავენ, რომ ახალშობილის დედ-მამას ფსიქიკური აშლილობა აწუხებს და პერიოდულად მკურნალობის ქვეშ იმყოფება.

მეზობლების ინფორმაციით, დაღუპული ახალშობილის დედ-მამამ ერთმანეთი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაიცნო. ცოლ-ქმარი ბოლო 2 წლის განმავლობაში რუსთავში ერთ-ერთ ბინაში მდგმურად ცხოვრობდა.

ახალშობილის მამა სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე, საკუთარ სახლში დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის ბრალდებით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაღუპული ახალშობილის დედა სახლში იმყოფება. ოჯახის წევრების ინფორმაციით, იგი კონტაქტში არავისთან შედის და არაადეკვატურია. ცოლ-ქმრის სამი წლის გოგონა კი, ბებიის განმარტებით, ამავე ოჯახში გაიზრდება.

ასევე იხილეთ: 1 თვის შვილის მკვლელობისთვის რუსთავში მამაკაცი დააკავეს