loader

ძლიერი წვიმის გამო ბათუმში საცხოვრებელი სახლის ჭერი ჩამოინგრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძლიერი წვიმის გამო ბათუმში საცხოვრებელი სახლის ჭერი ჩამოინგრა

აჭარაში ამ დრომდე უამინდობაა. ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. გორგილაძისა და გრიბოედოვის ქუჩების გადაკვეთაზე სანიაღვრე სისტემის დაგუბების გამო არხებში წყალი არ გაედინება. წყალი მანქანის საბურავებს ნაწილობრივ ფარავს, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება გართულებულია. ასევე, გადაადგილება ცუდი ხილვადობისა და წყლის გუბეების გამო გართულდა ჭავჭავაძის, აბუსელიძის, ფიროსმანის, გორგასლისა და აღმაშენებლის ქუჩებზე.

გორგილაძისა და აბუსელიძის ქუჩებზე გამორთულია გარეგანათება და შუქნიშნები. ბათუმის ძველი ბულვარის ტერიტორიის ცენტრალური ნაწილი კი დატბორილია.

ძლიერი წვიმის შედეგად გორგასლის #7-ში საცხოვრებელი სახლის ჭერი ნაწილობრივ ჩამოინგრა, რის გამოც ქიქავების ოჯახს საოჯახო ინვენტარი და ავეჯი გაუფუჭდა.


ასევე იხილეთ:

- ბათუმში ამინდი გაუარესდა - რა ხდება ზღვისპირა ქალაქში

-ძლიერი წვიმა ქობულეთში - კურორტი ციკლონის პიკის მოლოდინში

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე