loader

აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს უარყოფს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს უარყოფს

აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსი ვალერი თელია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს უარყოფს.

როგორც თელიამ ბათუმის მთავარ სამმართველოში ჟურნალისტებს განუცხადა, ავტომანქანის მძღოლი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და გამოირჩეოდა აგრესიით.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ საია-ს ერთ-ერთი თანამშრომლის პულოვერი დახეულია, ვალერი თელიამ აღნიშნა - "არ ვიცი, არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა ჩემი მხრიდან არ ყოფილა".

ამასთან, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცია
იის თანამშრომელი როინ ფარტენაძე ვალერი თელიას მხრიდან სიტყვიერ მუქარასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობს. ამასთან, უარყოფს ნასვამობას. მისი თქმით, ალკოჰოლური სასმელი დღეს არ მიუღია და ექსპერტიზაზე შემოწმდება.

იხილეთ: შეხლა-შემოხლა აჭარის შს სამმართველოს უფროსსა და საია-ს თანამშრომლებს შორის