loader

ბათუმის ინციდენტში რამდენიმე პირი საია-ს წარმომადგენელს ადანაშაულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმის ინციდენტში რამდენიმე პირი საია-ს წარმომადგენელს ადანაშაულებს

აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსთან დაკავშირებულ ინციდენტში რამდენიმე პირი საია-ს წარმომადგენლებს ადანაშაულებს.

როგორც ერთ-ერთმა მათგანმა, მამული მახარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, "მერსედესის" მარკის ავტომობილი, რომელსაც საია-ს მძღოლი როინ ფარტენაძე მართავდა, დიდი სისწრაფით მოძრაობდა.

როინ ფარტენაძის ბრალეულობაზე საუბრობს გია ჯოყილაძე. მისი თქმით, "მერსედესის" მძღოლმა გზაჯვარედინზე მოძრავ "ჯიპს" გზა არ დაუთმო, მანქანიდან გადავიდა და შეკამათება მოხდა. პოლიციის თანამშრომლების ინფორმაციით, როინ ფარტენაძე საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამ თანამშრომელსა და აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსს, ვალერი თელიას შორის ინციდენტი მოხდა.

იხილეთ:

- შეხლა-შემოხლა აჭარის შს სამმართველოს უფროსსა და საია-ს თანამშრომლებს შორის

- აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს უარყოფს