loader

ქუთაისში აქციის მონაწილეებმა აკაკი მინაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისში აქციის მონაწილეებმა აკაკი მინაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

პრეზიდენტის ვიზიტის დასასრულს ქუთაისში ინციდენტი მოხდა. "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისთან, სადაც პრეზიდენტი საპარლამენტო უმცირესობის წევრებს ხვდებოდა, პარალელურად აქცია მიმდინარეობდა. როდესაც შეხვედრა დასრულდა, შენობიდან გამოსულ უმცირესობის წევრ დეპუტატებს "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის, აკაკი მინაშვილს და მარიამ საჯაიას.

აკაკი მინაშვილი ფეხით გადაადგილდებოდა ქალაქის ცენტრში, როდესაც მინაშვილმა აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფითვე უპასუხა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა მინაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.