loader

ქართველები გრანდიოზულ შოუში - მაიკლ ჯექსონის უკვდავი ტურნე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველები გრანდიოზულ შოუში - მაიკლ ჯექსონის უკვდავი ტურნე

Cirque du Soleil - კანადური დასი, რომელიც თეატრის, ცირკისა და ქუჩის ცეკვების ხელოვნებას აერთიანებს მსოფლიოს გარშემო თავისი ახალი, გრანდიოზული შოუთი მოგზაურობს.

”მაიკლ ჯექსონი - უკვდავი მსოფლიო ტურნე" - ასე ეწოდება დადგმას, რომელიც ცეკვის, აკრობატიკის, სპეცეფექტებისა და მაიკლ ჯექსონის მუსიკის საოცარ ნაზავს წარმოადგენს. დასი ჯერჯერობით ამერიკის სხვადასხვა შტატში მართავს წარმოდგენებს, თუმცა 2012 წლის ბოლოს, ევროპის რამდენიმე დიდ ქალაქში გეგმავს სპექტაკლის ჩატანას.

ამერიკული ტელეარხის ABC-ის დილის გადაცემისთვის, დასის წევრებმა საოცარი სანახაობა გამართეს: ნიუ-იორკში, მედისონ ავენიუზე წარმოდგენიდან ნაწყვეტები შეასრულეს. მათ შორის, ერთ-ერთი ქართული ცეკვაცაა, რომელსაც დასის ორი ქართველი წევრი ასრულებს.