loader

Discovery-მ სიკვდილით დასჯა შოუდ აქცია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Discovery-მ სიკვდილით დასჯა შოუდ აქცია

აშშ-ში სიკვდილით დასჯა შოუდ აქციეს. ტელეარხი Discovery ახალ რელითი-შოუს Death Row-ს ამზადებს, რომელშიც სიკვდილმისჯილთა ცხოვრების ბოლო დღე იქნება ნაჩვენები. ამერიკის ციხეებში სიკვდილით დასჯას სულ 3 189 ადამიანი ელოდება, მათ შორის 62 ქალია.

სიკვდილმისჯილს სიკვდილის წინ სურვილის მიხედვით უკანასკნელი საჭმლის ამორჩევა, ცხელი შხაპის მიიღება და ერთი სატელეფონო ზარის განახორციელება შეუძლია. სატელეფონო საუბრის შემდეგ მას მხოლოდ მღვდელთან შეხვედრის უფლება აქვს.

თუ მსჯავრდებულს არ სურს, რომ ლეტალური ინექცია გაუკეთონ, მას შეუძლია, სიკვდილით დასჯის სახეობა - იარაღი ან ჩამოხრჩობა აირჩიოს. აშშ-ში ბოლო ჩამოხრჩობა 1996 წელს განხორციელდა, მაგრამ ლეგალურად ის აკრძალული არ არის და მსჯავრდებულს "ალტერნატივის" სახით მისი ამორჩევის უფლება აქვს.

სიკვდილით დასჯა აშშ-ის 34 შტატში გამოიყენება. წელს სიკვდილით 15 ადამიანი დასაჯეს.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე

იხილეთ: "მოლაპარაკე მკვდარი" - ჩინური რეალური შოუ სიკვდილმისჯილთა საკნიდან