loader

მიხეილ სააკაშვილის ჰიტები: საქართველოს უახლესი წარსულის რჩეული მუსიკალური კლიპები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილის ჰიტები: საქართველოს უახლესი წარსულის რჩეული მუსიკალური კლიპები

"ამბობენ, რომ პოლიტიკა უშნო ხალხის როკ-ენ-როლია. ხშირად ეს შეფასება სწორია, თუმცა არსებობს ისეთი ადგილები, სადაც ესთეტიზმის დეფიციტი პოლიტიკაში სულაც არ აფრთხობს მუსიკოსებს. ერთ-ერთი ასეთი ადგილი საქართველოა.

პრეზიდენტ სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობის განმავლობაში პოპჩარტები აშკარად იქცა ბრძოლის ველად, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ მისდამი და მისი პოლიტიკისადმი ლოიალურად განწყობილი მუსიკოსები და ისინი, ვინც ურჩად ემტერებოდა" - ბრიტანული გამოცემა The Independent-ის სტატიას სათაურით - "მიხეილ სააკაშვილის ჰიტები - საუკეთესო ვიდეო თანამედროვე საქართველოს წარსულიდან" Foreign Press აქვეყნებს.

1.გოგა ხაჩიძის - "მიშა მაგარია" 
2. უცნობის - "დედა ენა"
3. "გამარჯობა, აფხაზეთო ჩვენო" - "ამ ვიდეოში ცნობილი საბჭოთა მსახიობები, პოპვარსკვლავები და ბავშვები საავტომობილო გზით, მატარებლითა და გემით დაკარგული პროვინციისკენ მიეშურებიან".
4. "კოკოითი, ფანდარასტ" – ოსურად "ნახვამდის" ასე ჟღერს -"ფანდარასტუ", სიმღერაში კი სიტყვა ისეა შეცვლილი, რომ ისმის შემდეგი – "კოკოითი პედერასტ".
5. სტეფანე და 3G - We don't wanna Put In.
6. ანრი ჯოხაძე - "ბედნიერი ერი"
7. პოლიციის კლიპი 3 – პოლიციელი ბავშვები.
8. "სისტემა უნდა დაინგრეს" - ყველაზე პოპულარული როკ და ელექტრომუსიკოსების თანამშრომლობით შექმნილი ვიდეო ციხის სკანდალიდან სამ დღეში იქნა ნაჩვენები.
9. ბერა ივანიშვილი - "ქართული ოცნება"
10. "არჩევნები დასრულდა, სააკაშვილი ელეგანტურად ელის თავისი ვადის დასრულებას, ხოლო მისი პარტია ოპოზიციაშია. ალბათ, მოვიდა დრო, საქართველოში ვნებები ჩაცხრეს. აი, ამ განწყობით გთავაზობთ ჩინეთის შეიარაღებული სახალხო პოლიციის მამაკაცთა გუნდს, რომელიც ქართულ ხალხურ სიმღერას, "სულიკოს" ასრულებს"