loader

”საინტერესოა, როცა მოქმედი მინისტრი ზის და მფრინავ თეფშზე უკრავს" _ გოგა ხაჩიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

”საინტერესოა, როცა მოქმედი მინისტრი ზის და მფრინავ თეფშზე უკრავს" _ გოგა ხაჩიძე

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა, გოგა ხაჩიძემ და მუსიკოსმა დათო ევგენიძემ "ბათუმის შერატონში" იმპროვიზებული კონცერტი გამართეს.

დათო ევგენიძე როიალზე უკრავდა, გოგა ხაჩიძე კი, შვეიცარულ ინსტრუმენტ ჰენდდრამზე. კონცერტი 2 საათზე მეტხანს გაგრძლდა.

"სულ მცირე, საინტერესოა, როცა მოქმედი მინისტრი ზის და ამ მფრინავ თეფშზე უკრავს. ვფიქრობ, სიამოვნებს მაყურებელს და დადებითი ენერგიით იმუხტებიან. ჩემი ქვეყანა იმიტომაც მიყვარს, რომ კონსტიტუციაში წერია, მთავრობის წევრს უფლება აქვს საგანმანათლებლო და შემოქმედებითი საქმიანობის. მეც კონსტიტუციურად ვიქცევი" - აღნიშნა მინისტრმა.

დათო ევგენიძის თქმით, იმპროვიზებული კონცერტი მსმენელისთვის სიურპრიზი იყო.

"ვგრძნობ უზარმაზარ ხიდს ჩვენსა და მსმენელს შორის, ვგრძნობ, რომ მთელი დარბაზი ჩვენთან არის, მუსიკოსისთვის ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს", - აღნიშნა დათო ევგენიძემ.