loader

დამანგრეველი ქარიშხალი "სენდი" აშშ-ს დაატყდა თავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დამანგრეველი ქარიშხალი "სენდი" აშშ-ს დაატყდა თავს

ქარიშხალ "სენდის" სულ ცოტა, 13 ადამიანი ემსხვერპლა აშშ-სა და კანადაში; კარიბის ზღვის რეგიონში კი დაღუპულთა რაოდენობა 70-ს აღწევს.

ამერიკის პრეზიდენტის, ბარაქ ობამას განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება კარგად მოემზადა სტიქიის წინააღმდეგ, მნიშვნელოვანი ზარალი და ზიანი გამორიცხული არ არის.
პრეზიდენტმა მოუწოდა მოსახლეობას, იმ შემთხვევისთვის, თუ აუცილებელი გახდება ევაკუაცია, მკაცრად დაემორჩილონ ხელისუფლების მიერ გაცემულ მითითებებს.

ქარიშხალი "სენდი" აშშ-ის სანაპირო ზოლს უკვე დაატყდა. ქარის სიჩქარე 140კმ/სთ-ს აღწევს.
ნიუ-იორკის 76 სკოლაში მოწყობილია სპეციალური თავშესაფრები. არ მუშაობს საქალაქო ტრანსპორტი. ჩაკეტილია სატრანსპორტო გვირაბები. გადადებულია 7 ათასზე მეტი ავიარეისი.

ქარიშხალმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც დაახლოებით 6 მლნ ადამიანი უშუქოდ არის დარჩენილი.

სპეციალისტთა აზრით, ქარიშხლის შედეგად მიყენებული სავარაუდო ზარალი 20 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

ასევე იხილეთ: ქარიშხალმა და ძლიერმა ტალღებმა მამაკაცი სამაშველო ჯგუფის თვალწინ გაიტაცა