loader

თვითმარქვია მონაზვნებს 6 კგ კოკაინი აღმოაჩნდათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თვითმარქვია მონაზვნებს 6 კგ კოკაინი აღმოაჩნდათ

კოლუმბიის საზღვარზე პოლიციამ მონაზვნის კაბებში გამოწყობილი სამი ქალი დააკავა, რომლებიც 6 კგ-მდე კოკაინის გადატანას ცდილობდნენ. "ეკლესიის მსახურთა" საეჭვო საქციელი პოლიციას არ გამოჰპარვია: ქალები ნერვიულობდნენ და მათი ტანსაცმელიც ბევრად განსხვავდებოდა ნამდვილი მონაზვნის კაბისგან. ამიტომ ისინი აეროპორტის დაცვის სამსახურმა გაჩხრიკა. თვითმარქვია მონაზვნებს კაბებში დამალული 6 კგ-მდე კოკაინი აღმოაჩნდათ. ეჭვმიტანილები კოლუმბიის კუნძულ სან ანდრესის აეროპორტში ბოგოტადან ჩაფრინდნენ.