loader

უკრაინელი ქალბატონების ”შიშველი” პროტესტი ქართველი ფოტორეპორტიორების მხარდასაჭერად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინელი ქალბატონების ”შიშველი” პროტესტი ქართველი ფოტორეპორტიორების მხარდასაჭერად

18 ივლისს კიევში ქალთა მოძრაობა FEMEN-მა ჯაშუშობაში ბრალდებული ქართველი ფოტორეპორტიორების მხარდამჭერი აქცია უკრაინაში საქართველოს საელჩოსთან გამართა. ფემენის აქტივისტებმა საქართველოს ხელისუფლებისგან სამი ბრალდებული ფოტორეპორტიორის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვეს. უკრაინელმა ქალბატონებმა შიშველ სხეულზე გადახაზული ფოტოაპარატები დაიხატეს.

"ფემენი" უერთდება საერთაშორისო კამპანიას ქართველი ფოტორეპორტიორების საქმის ობიექტურად გამოძიების მოთხოვნით, რომელთაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედებათ ბრალი. FEMEN-ი საქართველოს ხელისუფლებისგან სამი ბრალდებული ფოტორეპორტიორის წინასწარი პატიმრობიდან განთვისუფლებას ითხოვს", - ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თუმცა აქციას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. FEMEN-ის აქციის ჩაშლას საელჩოდან გამოსული უცნობი ადამიანი შეეცადა და ჟურნალისტებს ხელითაც კი შეეხო. უკრაინული პრესის ცნობით, ეს პირი საქართველოს საელჩოს თანამშრომელია.  უკრაინულმა ინტერნეტგამოცემებმა ამ ფაქტს ასეთი შეფასება მისცეს: ”საქართველოს ხელისუფლება უკრაინელ ჟურნალისტებსაც მისწვდა”.

როგორც მოძრაობა FEMEN-ის პრესსამსახურმა განაცხადა, თავდამსხმელი საელჩოს თანამშრომელი იყო. "აქციის მიმდინარეობა საელჩოს თანამშრომელმა ჩაშალა, რომელიც FEMEN-ის აქტივისტებს მუშტებით დაერია, შემდეგ კი თავისი მოზღვავებული ენერგია ჟურნალისტებზე გადაიტანა, ის აპარატურის დამტვრევას ცდილობდა", - აღნიშნავს მოძრაობა თავის განცხადებაში.

ქალთა მოძრაობის აქტივისტების აზრით, აქციის დაშლამ "დაადასტურა საერთაშორისო საზოგადოების ეჭვი, რომ ოფიციალურ თბილისს მედია-ფობია აწუხებს. უცხო ქვეყნის ჟურნალისტებზე ხელის აწევით, დიპმისიის წარმომადგენლებმა გამოხატეს უპატივცემულობა დემოკრატიული პრინციპების - სიტყვისა და შეკრების თავისუფლების მიმართ. ამის საფუძველზე უფრო მეტად გვაღელვებს დაკავებული ქართველი ფოტოკორესპონდენტების ბედი", - ნათქვამია FEMEN-ის განცხადებაში.

ღონისძიება საერთაშორისო ჟურნალისტური კამპანია - No pictures - no democracy! მხარდაჭერის ფარგლებში ჩატარდა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე