loader

ბრაზილიაში გიგანტური ანაკონდა ბინადრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრაზილიაში გიგანტური ანაკონდა ბინადრობს

ბრაზილიაში, მატუ-გროსუში გიგანტური ანაკონდა ბინადრობს. ანაკონდა 8 მეტრი სიგრძისაა. მოყვარულმა ფოტოგრაფმა, 53 წლის ფრანკო ბანფმა და მყვინთავმა, რომელიც მასთან ერთად მოგზაურობდა, ქვეწარმავლისთვის რამდენიმე ფოტოს გადაღება შეძლო.

"მეშინოდა, გიგანტ გველს არ შევეჭამე, მაგრამ მასთან ახლოს მისვლა და დიდი სიფრთხილით რამდენიმე ფოტოს გადაღება მაინც შევძელი. იმ წუთამდე გველი არასდროს მინახავს. ანაკონდა მსხვერპლს ჭამდა და ჩვენს მიმართ დიდი ინტერესი არც გამოუჩენია", - ამბობს ფრანკო.

ანაკონდა მსოფლიოში ყველაზე დიდი გველია. ზრდასრული ანაკონდის სხეულის საშუალო ზომა 5-6 მეტრია. ძალიან იშვიათად გვხვდება 10 მეტრიანი ქვეწარმავალიც. ყველაზე გრძელი ანაკონდა, რომელიც აღმოსავლეთ კოლუმბიაში დაიჭირეს, სიგრძეში 11 მეტრი და 43 სანტიმეტრი იყო. ანაკონდა ზრდასრულ ადამიანს თავს არ ესხმის, გარდა იშვიათი შემთხვევებისა. ადგილობრივებს მისი არ ეშინიათ და ხშირად ნადირობენ მასზე. იყენებენ მის ტყავს, ხორცს და ცხიმს.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე