loader

სტავროპოლში მთვრალმა მძღოლმა მანქანის კარზე ჩამოკიდებული ინსპექტორი გაიტაცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტავროპოლში მთვრალმა მძღოლმა მანქანის კარზე ჩამოკიდებული ინსპექტორი გაიტაცა

სტავროპოლში პოლიციის მანქანაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ უჩვეულო ფაქტი დააფიქსირა. ერთ-ერთ ქუჩაზე საგზაო პოლიციამ "ფოლკსვაგენის" მძღოლი გააჩერა. რადგან მანქანამ მოძრაობის წესები დაარღვია, პოლიციელი ჯარიმის გამოსაწერად გადავიდა. პოლიციელთან საუბრისას მოულოდნელად მძღოლმა მანქანა დაძრა, მაგრამ სამართალდამცველმა მარტო "არ გაუშვა" და კარზე ჩამოკიდებულმა მასთან ერთად თითქმის 150 მეტრი იარა.

შემთხვევის შედეგად პოლიციელმა თავისა და ხერხემლის დაზიანებები მიიღო. მანქანა მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როცა მძღოლი ბორდიურს შეასკდა. აღმოჩნდა, რომ 33 წლის კანონდამრღვევი მძღოლი, რომელიც სტავროპოლში ერთ-ერთი დაწესებულების დირექტორია, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.


იხილეთ:

- რუსეთის ქუჩებში გადაღებული შოკისმომგვრელი კადრები

- პოლიციელი ავტობუსის საქარე მინაზე გაეკრა

- მძღოლმა საქარე მინაზე აკრული მამაკაცი 300 მეტრის მანძილზე ატარა