loader

8 წლის რუს გოგონას მამა აიძულებს, მანქანა 100 კმ/სთ სიჩქარით მართოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

8 წლის რუს გოგონას მამა აიძულებს, მანქანა 100 კმ/სთ სიჩქარით მართოს

დასავლური მედია შოკში ჩააგდო ვიდეომ, რომელიც youtube-ზე ახალგაზრდა სანკტპეტერბურგელმა წყვილმა განათავსა. 28 წლის დმიტრი მიჰულჩიკს უკვე უწოდეს "მსოფლიოს ყველაზე ცუდი მამა" მას შემდეგ, რაც შოკისმომგვრელი კადრები გავრცელდა - მამა 8 წლის ქალიშვილ კარინას მანქანის მართვას დათოვლილ გზატკეცილზე ასწავლის და ნებას რთავს, 100 კმ/სთ სიჩქარით იმოძრაოს. თუმცა, ამას ნების დართვას ვერ ვუწოდებთ, ვიდეოში ისმის, როგორ აიძულებს დმიტრი ქალიშვილს "თუნდაც ასით იაროს". უკანა სავარძლიდან ამ ყველაფერს მშვიდად ადევნებს თვალს კარინას 29 წლის დედა, ლენა. ვიდეოში ჩანს, რომ არც ბავშვს და არც მშობლებს უსაფრთხოების ღვედები არ უკეთიათ.

რუსულ სოციალურ ქსელებში ვიდეოს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი აქებს დმიტრის და საქციელს უწონებს, ზოგიერთი კი დმიტრისა და ლენასთვის მშობლის უფლების ჩამორთმევას მოითხოვს.