loader

სკანდალი რეპერ ტიმატისა და ფილიპ კირკოროვს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკანდალი რეპერ ტიმატისა და ფილიპ კირკოროვს შორის

სკანდალი ფილიპ კირკოროვსა და ტიმატის შორის "მუზ ტვ"-ის დაჯილდოების შემდეგ გაცხარდა. დაჯილდოების ტრიუმფატორი ფილიპ კირკოროვი გახდა, რომელმაც სამი ჯილდო მოიპოვა. ტიმატიმ ტვიტერზე ჟიურის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და ჩამოთვალა ნომინანტები, რომლებსაც ჟიურიმ უსამართლოდ აუარა გვერდი.

კირკოროვმა ტვიტერითვე უპასუხა რუს რეპერს და გაახსენა, რომ წინა წელს თავად ტიმატი გახდა ჯილდოს მფლობელი.

"რამე კითხვები გაგიჩნდა? სამართლიანი? გასულ წელს მე პრეტენზიები არ გამომითქვამს. არსებობს პროფესიონალიზმი და ეთიკა. დაიმახსოვრე". კირკოროვის ამ განცხადებას ტიმატიმ უცენზუროდ უპასუხა და მას წარსულის ცოდვები გაახსენა, კერძოდ, მისი ქცევა ჟურნალისტისადმი.

13 ივნისს კი Youtube-ზე კლიპი "Давай, до свидания" გამოჩნდა, სადაც ტიმატი სხვა რეპერებთან ერთად უცენზუროდ გამოთქვამს აზრს რუსული შოუბიზნესის რამდენიმე წარმომადგენლის მისამართით.

როგორც რუსული მედია იუწყება, კირკოროვი სასამართლოში ჩივილს აპირებს.