loader

"ქართული ღვინის ფესტივალი 2018" გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გახსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქართული ღვინის ფესტივალი 2018" გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გახსნა

"ქართული ღვინის ფესტივალი 2018" გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. როგორ მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისში ღვინობისთვეს ღვინის ფესტივალის ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა.

"საქართველოში ღვინობისთვის ფარგლებში უკვე ტრადიციულად იმართება სხვადასხვა ზეიმი და ღონისძიება. თბილისშიც, მეიდანზე უკვე დამკვიდრდა ღვინის ფესტივალის ჩატარება. ჩვენ თავდაპირველად ღვინის დღე აღვნიშნეთ, შემდეგ ღვინის კვირეული ჩავატარეთ და ვნახეთ, რომ ამით ძალიან ბევრი ადამიანი ინტერესდება. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოში ჩავატაროთ წლევანდელი ღვინობისთვე, რომელიც რამდენიმე კვირას მოიცავს როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა მხარეში,"- განაცხადა მინისტრმა.