loader

თუ ხურმა გიყვართ, ეს 2 წესი აუცილებლად უნდა იცოდეთ - რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს ხურმის ჭამა თქვენთვის საშიში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თუ ხურმა გიყვართ, ეს 2 წესი აუცილებლად უნდა იცოდეთ - რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს ხურმის ჭამა თქვენთვის საშიში

კარალიოკი განაყოფიერებული ნაყოფია, რის გამოც ის ტკბილი და გემრიელია. მწკლარტე ხურმაში კი ბევრი ტანინია. სწორედ ზედმეტი ტანინების გამო აქვს მას მახრჩობელა გემო. ტანინები არამხოლოდ გემოზე აისახება უარყოფითად. ადამიანის ორგანიზმში საკვებ ბოჭკოებთან ერთად მოხვედრილი დიდი რაოდენობით ტანინი სახიფათოა, რადგან შესაძლოა აღნიშნულმა სინთეზმა ნაწლავებში ფიტო-ბეზოარები წარმოქმნას, რაც შემდგომში გაუვალობის მიზეზი გახდეს.

ასეთი გართულების თავიდან ასაცილებლად საჭიროა იცოდეთ, არ მიირთვათ ერთ ჯერზე 2 ხურმაზე მეტი და არ დააყოლოთ ის ცილის შემცველ პროდუქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, საოპერაციო მაგიდაზე აღმოჩნდეთ. თუ არ ჩავთვლით ამ გართულებას, ხურმაში შემავალი ტანინები სხვა მხრივ არ წარმოადგენს საშიშროებას. პირიქით, ის მედიცინაში გამოიყენება, როგორც შხამსაწინააღმდეგო მოქმედების ნივთიერება. არ დაგავიწყდეთ, ზემოთაღნიშნული უარყოფითი ეფექტი მხოლოდ ხურმას აქვს და არა კარალიოკს.