loader

წარწერები სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს კედლებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წარწერები სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს კედლებზე

2018 წლის 6 მარტს, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ "სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო" მოინახულა, რის შემდეგაც, გავრცელდა ინფორმაცია გაუმართავი ინფრასტრუქტურის, ამორტიზებული შენობების, არასაკმარისი ვინტილაციის, მძაფრი, უსიამოვნო სუნის და დარღვეული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ.

ეს იმის მცირე ჩამონათვალი იყო, რაც კლინიკაში შესვლისთანავე თვალში გხვდებოდათ. ბენეფიციარები გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფებონდნენ.

ახლა ფსიქიატრიულ ცენტრში რემონტი მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოები ივნისში დაიწყო და დეკემბრის დასაწყისში უნდა დასრულდეს. შენობის სრული რემონტისთვის კი 230 000 ლარის დახარჯვა იგეგმება.